თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. „კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სახელმწიფო ორგანოებმა მას უარი უთხრეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ჩაწერაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა წარდგენილი ანატომიური სქესის შეცვლის დამადასტურებელი საბუთი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
ფოტო: რადიო თავისუფლება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)