თბილისი. 20 იანვარს ახალი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც გამოძიების ეტაპზე დაზარალებული და მოწმე ბავშვების გამოკითხვისას ფსიქოლოგთა ჩართულობას ეხება. კვლევა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.
„კვლევის შედეგები მოწმე და დაზარალებული ბავშვებისთვის ფსიქოლოგის მომსახურების გაწევის პრაქტიკის და ადგილობრივი კანონმდებლობის ანალიზს გვთავაზობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან არის შედარებული. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფსიქოლოგების ჩართვის თაობაზე ბუნდოვანია, მათ არ იციან კონკრეტულად რა არის მათი ფუნქცია ამ პროცესში. მიუხედავად საჭიროებისა, ფსიქოლოგის მომსახურება ყველგან ხელმისაწვდომი არ არის და ფსიქოლოგთა კვალიფიკაცია არ პასუხობს არსებულ საჭიროებებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, გარემო არ არის მორგებული ბავშვზე (ინფრასტრუქტურა, ინვენტარი) და ბავშვების კონფიდენციალობა დაკითხვის პროცესში სისტემატიურად ირღვევა“, ნათქვამია ღია საზოგადოება - საქართველოს ვებგვერდზე.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)