თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების დაწყებიდან 4 წელი გავიდა.
„გამოძიებას წინ უსწრებდა 7-წლიანი წინასწარი მოკვლევის პერიოდი, რომელიც 2008 წლის 15 აგვისტოს დაიწყო. მიუხედავად საკმაოდ დიდი დროის გასვლისა, დღემდე არ მომხდარა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა“, ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)