კახეთი. თელავის ახალგაზრდული საინიციატოვი ჯგუფი აგრძელებს აქციას „წიგნები პატიმრებს." 9 აპრილს, თელავის მედია კაფეში, გაიმართა კიდევ ერთი აქცია, რომლის მიზანია პატიმრებისთვის ქართულენოვანი წიგნების შეგროვება.
აჩი მჭედლიშვილი – საინიციატივო ჯგუფის წევრი: ,,ჩვენი აქციის წარმატება იქნება ის, რომ პატიმრებს ექნებათ მეტი წიგნი.სამწუხაროდ, დღეს ამის ფუფუნება ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების ბევრ დაწესებულებაში არ არის. თელავის სჯარო ბიბლიოთეკამ გადაწყვიტა, პატიმრებს 500 წიგნი აჩუქოს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ აქციის განხორციელებაში გვეხმარება და მათ, ვინც ერთი წიგნი მაინც მოიტანა პატიმრებისათვის".