გურია. 29 იანვარს, ლიტერატურულ კაფე „რვას+1“-ში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ფილმის „ცხოვრება მშვენიერია” ჩვენება და განხილვა მოეწყო.
„შეხვედრის დასაწყისში ორგანიზაციის გერმანელმა მოხალისემ გააკეთა პრეზენტაცია ჰოლოკოსტის ისტორიულ ასპექტებზე, როდის დაიწყო, რამ გამოიწვია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული გენოციდი ებრაელი ერის მიმართ და რას ფიქრობს გერმანელი ხალხი. შეხვედრის მეორე ეტაპზე ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ნახეს ჰოლოკოსტის თემატიკაზე გადაღებული ფილმი, რომლის შემდეგაც მოეწყო განხილვა და მცირე დისკუსია“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)