თბილისი. „ტფილისის ჰამქარმა" ღია წერილი გაავრცელა, რომლითაც შოთა რუსთაველის გამზირის #29-ში მდებარე, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალის შენობის, „იმელის" შენარჩუნებას ითხოვს. „ჩვენი ორგანიზაციისა და საზოგადოების დიდი პროტესტის მუხედავად, უნებართვოდ მოხდა „იმელის" მარცხენა ფლიგელის დემონტაჟი. მოიხსნა სახურავის დიდი ნაწილი და ატმოსფერული ნალექი დაუბრკოლებლად აღწევს შენობაში, რაც საფრთხეს უქმნის ნაგებობის მდგრადობას. განადგურებულია სართულშუა გადახურვები, მზიდი კედლები, სააქტო დარბაზი, შენობის უნიკალური ინტერიერი, მოხსნილია კარ-ფანჯარა... კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუში მიზანმიმართულად ნადგურდება!", – ნათქვამია წერილში. „ტფილისის ჰამქარი" მიმართავს „დაბი ჯგუფის" წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრს, თბილისის მერს მოძებნონ არსებული ვითარებიდან გამოსავალი, რომლის დროსაც არ დაირღვევა არც ინვესტორის უფლებები და არც თბილისი დაკარგავს ობიექტს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში