დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე ჩატარებული წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია.
“კონკურსის მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ. ბევრი საინტერესო და კარგი წერილი მივიღეთ, ამიტომ რთული აღმოჩნდა გამარჯვებულების გამოვლენა. ბევრი მსჯელობის შემდეგ, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი: გელა შათირიშვილი, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა მე-8 კლასი; II ადგილი: ნაზ ახმედოვა, მარნეული, სოფ.ზემო სარალის საჯარო სკოლის მე-12 კლასი; III ადგილი: ანამარია შეყილაძე, რუსთავი, #4 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი; ჟიურის რჩეული: ლიზი გადრანი, მესტია, ჭუბერი, სოფელი ქვედაყარი, მე-9 კლასი.
მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ“, ნათქვამია ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)