en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში

თბილისი. 18-21 თებერვალს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ.

ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ოთხი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუსელში ადვოკატირების ვიზიტზე მიემგზავრება. ესნი არიან: ვანო ჩხიკვაძე და სოფო ასათიანი (საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი), მანანა ქოჩლაძე (მწვანე ალტერნატივა), გიორგი ონიანი (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო), მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება).

ვიზიტის მიზანია ევროპარლამენტის, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის და ევროკავშირში აკრედიტებული წევრი ქვეყნების მისიების წარმომადგენლებისთვის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანების მონიტორინგის შედეგების გაცნობა. ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის და გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს. ასევე, საუბარი იქნება არჩევნების თემაზეც.

სრულად... 

წყარო: https://osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)