შიდა ქართლი. კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან არსებული გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის პროგრამა PITA-ში ჩართული ახალგაზრდებისათვის გაიმართა ანიმაციური ფილმის „9“ ჩვენება და დისკუსია, რომელსაც ფასილიტაცია გაუწია ცენტრის მოხალისე გიორგი კობალაძემ.
„ფილმის ჩვენების მიზანი უკავშირდება ზოგად საგანმანათლებლო მიზნებს. მასში ნაჩვენებია ხელოვნური ინტელექტის შექმნის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე, ლიდერული თვისებების გამოვლენა და განვითარება, ფილმის დასასრულს ახალგაზრდებმა გამართეს დისკუსია, რომლის დროსაც ყურადღება გაამახვილეს სტივენ ჰოუკინგის და ელონ მასკის მოსაზრებებზე ამ თემასთან დაკავშირებით”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)