თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მოქალაქეობა და მეორეხარისხოვანი მოქალაქეობა: უფლებების შეზღუდვა, ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური და არაფორმალური პრაქტიკები.
„რესურსების შეზღუდულობის პირობებში ელემენტარული სერვისები და ინფრასტრუქტურაც კი რეგიონში მაცხოვრებლებისთვის დიდი პრობლემაა და ეს პრობლემა რეგიონების თითქმის ყველა მცხოვრებს ეხება. თუმცა ზოგადი ფონის სიმძიმის პარალელურად, აშკარაა რომ მუნიციპალიტეტები და საჯარო ინსტიტუტები მიმართავენ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ისინი გარკვეულ ჯგუფებს კიდევ უფრო გარიყავენ და აქცევენ შინაურ „უცხოდ“ - არასათანადო ან არამნიშვნელოვან მოქალაქედ, რომელიც მოქალაქეობის უფრო დაბალ საფეხურზე დგას. ეს პრაქტიკები მხოლოდ მხოლოდ ენაში არაა გამოხატული, ანუ მხოლოდ დისკურსული კი არ არის, უფლებებზე წვდომის შეზღუდვის, ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა სერვისის მიწოდებით ან არ მიწოდებით ქმნის მეორეხარისხოვან მოქალაქეებს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)