თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აქვეყნებს ბლოგპოსტს: ინტერნეტ მფლობელობა საქართველოში.
„ინტერნეტის მნიშვნელობა, როგორც ყოველდღიური კომუნიკაციის, ასევე ინფორმაციის მიღების კუთხით, დღითიდღე იზრდება. მზარდია ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა და შესაბამისად, ინტერნეტ ინდუსტრიაც. ინტერნეტით მიღებული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში იძენს და შესაძლოა, გადამწყვეტ როლსაც თამაშობდეს დეზინფორმაციის გაზრდილი საფრთხისა და მედიაწიგნიერების დაბალი კულტურის ფონზე. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შეისწავლა 2018 წელს ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე არსებული მსხვილი ოპერატორების მფლობელობა და მათი ბიზნესკავშირები. კვლევაში, ასევე, მიმოხილულია მოსახლეობაში ინტერნეტის გავრცელების და მოხმარების საკითხები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)