en
ge

საქველმოქმედო აქცია

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის  – „ოცნებიდან რეალობამდე"  – წევრებმა  საქველმოქმედო აქცია მოაწყეს. ისინი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წმინდა ბარბარეს სახელობის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საჩუქრად ტანსაცმელი და სურსათი გადასცეს.
საქველმოქემდო აქციაში ახალციხის მეორე, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.  მათ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კონცერტი და შემეცნებითი გასართობი ღონისძიებებიც  შესთავაზეს. კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაუწია. იგი  ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)