თბილისი. 26 თებერვალს, თბილისის საკრებულოში, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გამართა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის (გადაწყვეტილების მიმღები პირები-მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავჯდომარეები), გენდერული თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები, ქალთა ოთახის მენეჯერები.
„შეხვედრის მიზანი გახდა ინფორმაციის გაზიარება მუნიციპალური სერვისის - ქალთა ოთახების წარმატებული მაგალითების შესახებ. შეხვედრაზე ასევე წარდგენილი იყო „ქალთა ოთახების“ სტანდარტიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)