თბილისი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ჩანაწერს ავრცელებს.
„ახალი კორონავირუსი (COVID-19) გაციების მსგავსი დაავადებაა. ის ვლინდება სურდოს, სიცხის, ყელის ტკივილის, ხველების და სუნთქვის უკმარისობის ფორმით. რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან: ხანდაზმულები; სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ახალი კორონავირუსის შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.
დაავადება იშვიათ შემთხვევაში, 2,3%-ში - ისიც მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში შეიძლება დასრულდეს ლეტალურად. ახალი კორონავირუსით დაინფიცირება იმაზე რთულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
გადაცემის გზები:
ვირუსი გადადის ინფიცირებულთან ახლო ფიზიკური კონტაქტის შედეგად, ჰაერწვეთოვანი გზით (ხველება, ცემინება, ნერწყვი და ა.შ.).
უსაფრთხოების ზომები: მოერიდეთ ახლო, უშუალო კონტაქტს ინფიცირებულ ან გაციების სიმპტომების მქონე ადამიანებთან (ან ნივთებთან, რომლებსაც ისინი იყენებდნენ); ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცვლელი სადეზინფექციო საშუალებები; დაცემინების ან დახველებისას, ცხვირი და პირი დაიფარეთ მოხრილი იდაყვის შიდა მხრით ან ხელსახოცით; მოერიდეთ ცხვირის, თვალის და პირის ხელით ხშირ შეხებას; დროულად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრს გაქვთ სიცხე, ხველება ან სუნთქვის სირთულეები”, ნათქვამია პოსტში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)