en
ge

ტრენინგი: ვინ არის აქტიური მოქალაქე?

ტრენინგი: ვინ არის აქტიური მოქალაქე?

აჭარა. 27 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტ გია ჩხაიძესთან ერთად, სარფის საჯარო სკოლაში, ჩაატარეს თანატოლთა ტრენინგი თემაზე „ვინ არის აქტიური მოქალაქე“.

შეხვედრას ესწრებოდა სარფის საჯარო სკოლის დამათავრებელი კლასების 28 მოსწავლე (15 გოგონა,13 ბიჭი) და ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეხვედრაზე ისაუბრეს აქტიური მოქალაქის როლსა და შესაძლებლობებზე, ასევე მსოფლიო ისტორიაში არსებულ სამოქალაქო აქტივისტების მაგალითებზე, რომლებმაც მცირე ნაბიჯების გადადგმით დაიწყეს და საბოლოოდ დიდ შედეგებამდე მივიდნენ.

შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში და თავიანთ სკოლაში დაგეგმონ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა აქტივობები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)