თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მოსახლეობა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში მიღებას შეძლებს.
„საიას რამდენიმეწლიანი ადვოკატირების კამპანიის შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პრობლემა მოგვარდა. წლების განმავლობაში საკუთრების უფლება ეზღუდებოდა ბოხვაურში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს, რადგან მიწის რეფორმის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტებით მათთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება და 25 წლიანი იჯარით გადასცა კერძო კომპანიას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)