en
ge

წამების მხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე თბილისში

თბილისი.„არ აწამო, იწამე ადამიანი" – ამ ლოზუნგით ჩატარდა 26 ივნისს აქცია ვერის პარკში. აქცია წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ამ აქციით მათ სურთ საზოგადოების ყურადღების გამახვილება წამების თემაზე. ისინი ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ აღკვეთონ წამების ფაქტები საპატიმროებში. მათი ინფორმაციით, საქართველოს საპატიმროებში ღირსების შემლახველი და წამების ფაქტები იზრდება და ხშირ შემთხვევაში მათი გამოძიება არ ხდება.
ადამიანის უფლება – არ დაექვამდებაროს წამებას – აბსოლუტური უფლებაა და გამყარებული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება". საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის მიხედვითაც „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)