აჭარა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის განცხადებას, რომელიც საიას თანამშრომლებისა და აჭარის შსს მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გავრცელდა 5 აპრილს, შეუერთდა აჭარაში მოქმედი 14 არასამთავრობო, არაპლატფორმის წევრი ორგანიზაცია. კერძოდ: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ორგანიზაცია „ბათომი", „სთეფ ფოვარდი", საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირი „პროგრესი", სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, „არტ ვეი", მეგობრის ხმა, IV Agency, წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი–ბათუმი, საერთაშორისო განათლების ცენტრი- ბათუმი, ახალგაზრდა ბათუმელთა კავშირი „ერთიანობა და კეთილდღეობა",ორგანიზაცია „ჩვენი თაობა", ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი - „ინტელექტი".