9 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალის მოხალისეებმა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით (საგარეჯოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი) ქუჩის საინფორმაციო აქცია ჩაატარა.
„საინფორმაციო აქციის მიზანი იყო თემის წევრებში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების გავრცელება. საქართველოს წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალი მადლობას უხდის მოხალისეებს ქუჩის აქციაში აქტიური მონაწილეობისთვის“, ნათქვამია წითელი ჯვრის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)