თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: კორონა ვირუსი, ეკონომიკური კრიზისი და ადამიანის უფლებები.
„ის რომ კორონა ვირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებს და მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს აზრს მოკლებული მსჯელობა ნამდვილად არ არის. ამ პროცესში კი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გაანალიზება თუ რა შედეგები შეიძლება იქონიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ადამიანის უფლებებზე და როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული ქცევა აღნიშნულ პროცესში. 2008-2009 წლებში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოცადეს ყველაზე მძაფრი ეკონომიკური კრიზისი 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ. წარსულ გამოცდილებებზე დაკვირვებით, ეკონომიკური კრიზისი წარმოშობს მწვავე პრობლემებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აღსრულების ნაწილში. თავს იჩენს ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა: გაზრდილი უმუშევრობის დონე, შემცირებული სახელმწიფო ხარჯები და ასევე ქსენოფობია და რასიზმი. ეკონომიკური კრიზისის დროს მოწყვლად ჯგუფებად მიიჩნევიან ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)