en
ge

ორგანიზაციები და აქტივისტები „შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ეფექტიან ჩართულობას ითხოვენ

ორგანიზაციები და აქტივისტები „შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ეფექტიან ჩართულობას ითხოვენ

თბილისი. შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ეფექტიან ჩართულობას ითხოვენ. 

„მოგეხსნებათ, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის პროექტის განხილვაში შშმ პირთა თემის წარმომადგენლების, მშობლების და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა, ვინაიდან არ მოხდეს რაიმე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო, მაქსიმალური დაცვა სჭირდება შშმ თემს, ვინაიდან სწორედ ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს. შესაბამისად, ერთი მხრივ კანონის პროექტის განხილვაში მათი მონაწილეობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისთვის, მეორე მხრივ კი, შშმ თემის ჩართულობის გარეშე მათთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, რაც ეწინააღმდეგება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)