en
ge

უფასო სამართლებრივი კონსულტაცია შრომის უფლებადარღვეული მოქალაქეებისთვის

უფასო სამართლებრივი კონსულტაცია შრომის უფლებადარღვეული მოქალაქეებისთვის

თბილისი. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) შრომის უფლებადარღვეული მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ კონსულტაციაზე განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ არაერთმა დასაქმებულმა დაკარგა სამსახური ან სხვაგვარად დაერღვა შრომის უფლება. ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თანამშრომლები იძულებით და არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დასაქმებულების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე დაუკავეს ხელფასი ან მისი ნაწილი ან თვითიზოლაციის წესის დარღვევას და სამსახურში გამოცხადებას აიძულებდნენ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია შრომის უფლების შესაძლო დარღვევებისა.

უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სოლიდარობის ქსელი/Solidarity Network. შესაძლებლობის ფარგლებში, იურისტები მოგაწვდიან ინფორმაციას თქვენი უფლებებისა და სამართლებრივ გამოსავალს შემოგთავაზებენ. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან, მოამზადოთ სარჩელი ან სხვა იურიდიული დოკუმენტაცია“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)