თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილის ინფორმაციითჰააგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი პროცესი გაუმჭვირვალედ და ხარვეზებით წარიმართა.
„საქართველოს კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესს და პროცესს საქართველოს მთავრობა არ მოეკიდა სათანადო პასუხისმგებლობით, რის გამოც მთავრობამ ვერ უზრუნველყო შერჩევის პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვა და რისკი შეუქმნა საქართველოდან ჰააგის სასამართლოში ნომინირებული კანდიდატის წარმატებით არჩევას. ამის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტში დღეს გამართული მოსმენა მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელია და ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი კანდიდატის ნომინირებას“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)