თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმიანება ტელეკომპანია „პირველისა“ და „მთავარი არხის” ანგარიშებისთვის ინკასოს დადების საკითხს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყანაში ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის ფუნქციონირებას.
„ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ შემოიღოს მედიისთვის გარკვეული შეღავათები, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადავადების კუთხით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს დამოუკიდებელი მედიის შეუფასებელი როლი და ფუნქცია, რომელიც ამ დროს მას აკისრია და მიიღოს შესაბამისი გონივრული ზომები, რათა ტელეკომპანიებს დაუბრკოლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)