თბილისი. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) სახელმწიფო უწყებებს მიმართავს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.
„ვირუსით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობა ყველაზე მწვავედ აისახება მათზე, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციაში ან დისტანციურად მუშაობის “ფუფუნება”, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცები, უსახლკარო ადამიანები, დევნილები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და სხვა. მათ შორის არიან ტრანსგენდერი ადამიანები, რომელთაც სახელმწიფო დღემდე უარს ეუბნება გენდერის სამართლებრივი აღიარების რეგულირებაზე, რაც უბრალო იურიდიული ფორმალობა კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის, დასაქმების და სოციალური დაცვის სხვა მექანიზმებზე ხელმისაწვდომობისთვის“.
წყარო: women.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)