28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო მეთოთხმეტედ, საქართველო მეთორმეტედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს.
„2007 წელს პირველად ჩატარდა აღნიშნული სიმბოლური აქცია, დღეისათვის კი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანიაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. კამპანია ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის ხმას აერთიანებს მსოფლიოს 180+ ქვეყნებიდან. წელს, კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების და მსოფლიოში შექმნილი კრიზისის ფონზე, დედამიწის საათის საორგანიზაციო ჯგუფი კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს ღონისძიებების ონლაინ სივრცეში ორგანიზებისკენ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)