თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს საგანგებო მდგომარეობის დროს შეკრების თავისუფლებაზე.
„2020 წლის 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1 - ით შეიზღუდა შეკრების თავისუფლება, კერძოდ დეკრეტით განისაზღვრა, რომ იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში დეკრეტით არ არის განსაზღვრული შეკრებაში მონაწილე პირთა კონკრეტული რაოდენობა, შესაბამისად ყველა სახის შეკრება იზღუდება, მთავრობის დადგენილებით კი შესაძლებელია განისაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)