თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
„ცხადია, რომ ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო 2 თვეში მიღებული გადაწყვეტილებების ჯაჭვი, კრიტიკული ჟურნალისტების და თანამშრომლების დევნის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის და კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს შეიცავს და აჭარის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის მხრიდან დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს.
ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტებისა და მაუწყებლის თანამშრომლების შრომით უფლებების უხეშ დარღვევას, არამედ მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხელყოფის მკაფიო და აშკარა ნიშნებს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)