თბილისი. გაეცანით, ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართვას, თუ როგორ აფასებს იგი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს ეფექტურ ძალისხმევას და მოუწოდებს ყველას გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.
„ეხლა მე სახლიდან გესაუბრებით. დღეს ნამდვილად უპრეცედენტო პერიოდია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა.
მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და აღფრთოვანება გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. ეს კრიზისი არამხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეეხება, არამედ უდიდესი გამოწვევაა ეკონომიკისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშავო სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით – საჭიროებებისა და სამომავლო გზების გამოსავლენად. ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი და ყველაზე ძლიერი პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება...“
წყარო: საქართველოში ევროკავშირის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)