en
ge

„გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში”

სამცხე–ჯავახეთი. 11 აპრილს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია ,,გენდერული თანასწორობის ქსელმა" შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო: როგორ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალები და აპირებენ თუ არა ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში ატიურად ჩართვას.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ. ასევე დისკუსიაში მონაწილეობა გენდერულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკაში ქალის ჩართულობის მექანიზმზე და განიხილეს, რამდენადაა დარღვეული გენდერული ბალანსი არჩევნების დროს და რატომ არის საქართველოს პარლამენტის წევრთა შორის მამაკაცების უმეტესობა.როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ორგანიზაციის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ქალბატონის ჩართვაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)