თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ქართული მარშის ლიდერების, მომხრეებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ ორგანიზებულ კამპანიას.
„მათ მიერ გავრცელებული პოსტებით, ჩვენმა ორგანიზაციამ თითქოსდა წარადგინა სარჩელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მღვდლების მიერ მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევის ფაქტს ასაჩივრებს. ეს ინფორმაცია მცდარია, უსაფუძვლო და როგორც ჩანს ცალკეული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციას და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეალური საჭიროებების გადაფარვას ისახავს მიზნად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)