en
ge

„რეგიონული პრობლემატიკის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია

აჭარა. 11 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა „რეგიონული პრობლემატიკის კვლევის" შედეგების პრეზენტაცია გამართა. მოცემული კვლევის ფარგლებში, სულ 1405 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის მიზანი რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია, ასევე თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება და სხვადასხვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის გამოვლენა იყო. აღნიშნული ანგარიში მოიცავდა ინფორმაციის შეგროვებას  საქართველოს პოტენციალის შესახებ, გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ბიზნეს გარემო, რათა გახდეს სატრანზიტო, ლოჯისტიკური და ტურისტული ცენტრი (ჰაბი) კავკასიის რეგიონში. პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა ბათუმის (და ზოგადად, აჭარის რეგიონის), როგორც პოტენციური რეგიონალური ჰაბის როლზე. ანგარიში მომზადდა USAID G-PAC–ის პროექტის მხარდაჭერით. სხვა პარტნიორები არიან: USAID-ის ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივა (EPI), საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს ეროვნული ბანკი. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)