თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურები.
„საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2019 წლის 5 დეკემბერიდანაა თავისუფალი. მიუხედავად მოწოდებისა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დაარღვია კანონი და ამ დრომდე არ გადადგა ვაკანსიის შესავსებად საჭირო ნაბიჯები. ეს პროცესი, დღეს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოულოდნელად, დაინიცირდა. ხვალ, 31 მარტს 15:00 საათზე, გაიმართება პლენუმის სხდომა, რომლის დღეს წესრიგის ერთადერთი საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა.
პლენუმისათვის კანონით დაკისრებული მოვალეობა სასამართლოსადმი ხალხის ნდობის და რწმენის განმტკიცებაა, თუმცა ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოს მესვეურების კეთილსინდისიერებას“, ნათქვამია საია-ს ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)