თბილისი. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკის USAID-ის საშუალებით 1,1 მილიონ დოლარს გამოყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის.
„USAID ამ თანხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით გაანაწილებს იმ პროგრამებზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას პანდემიის - COVID-19 შესაკავებლად. ახალი მხარდაჭერის ფარგლებში შესალებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)