თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: COVID-19 და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული აუცილებლობა.
„კორონავირუსის თავისებურებები მოსახლეობაში გამოკვეთს რისკის ჯგუფებს, რომელთა მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხისმგებლობების ხარისხი განსაკუთრებულია. მათ შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ამას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს გაუმართლებელი სოციალური ბარიერები, ზოგიერთ შემთხვევაში კი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არსებითია, რომ სახელმწიფომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი ღონისძიებების გარდა, ისეთი ქმედებები განახორციელოს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ეპიდემიის შესაძლო მძიმე ეფექტს შეასუსტებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვედზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)