თბილისი. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართვა სახელმწიფო უწყებებს.
„ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაგვიკავშირდა, ვიდრე სხვა დროს. საერთაშორისო გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა დამატებითი გამოწვევაა, რასაც სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)