თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ბოლნისსა და მარნეულში პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირენული მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივები სოფლებში შექმნილ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. ამ მუნიციპალიტეტებში ისედაც სუსტია სოციალური ინფრასტრუქტურა, სერვისები და რესურსები, თუმცა, შექმნილ ვითარებაში, როცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ოჯახების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს მუშაობას და იმ მინიმალური დღიური შემოსავლების მიღებას, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ, ადგილობრივების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან, მოქალაქეები განმარტავენ, რომ კარანტინის დაწესების შემდგომ სოფლებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, რის გამოც მათ შეძენას ვერ ახერხებენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)