თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
„ერთი მხრივ, დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გამოიყენოს საგანგებო უფლებამოსილება და: საგანგებო მდგომარეობის ვადით, დამსაქმებლებს დაავალოს დასაქმებულთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა, მათი სამუშაო ადგილზე მიყვანისა და წამოყვანის გათვალისწინებით, და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს დამსაქმებლებს შესაბამისი მხარდაჭერა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)