თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ტელეეთრით საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობის რეგულარული ინფორმირება COVID-19 პანდემიასთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით.
„პირველი არხის გუნდი მნიშვნელოვან შრომას უკვე წევს იმისთვის, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა ის ვებ პლატფორმის ფორმატს თითქმის ვერ სცდება. დამაფიქრებელია, რომ იმ პირობებში, როდესაც ტელევიზია მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ხშირად ინფორმაციის ძირითადი წყაროა, მთავარი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სწორედ იმ მედიუმებზე, რომლებიც არადომინანტური ჯგუფების ყველაზე სწრაფ და მასშტაბურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)