თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ერთი წელი ბათუმთან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა სამაროვანის აღმოჩენიდან.
„აღნიშნული სამარხების აღმოჩენა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის. რეპრესირებულთა ისტორიების შესწავლა, მათთვის სათანადო პატივის მიგება და ხსოვნის უკვდავყოფა აქტუალური საკითხია პოსტ საბჭოთა და პოსტ ტოტლიტარულ სივრცეში. ბევრ ქვეყანაში რეპრესირებულთა დახვრეტის და დამარხვის ადგილებზე მოწყობილია მემორიალური კომპლექსები, ხელისუფლების ხელშეწყობით, იმართება რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებები და წახალისებულია ამ მიმართულებით კვლევები. ყოველივე ამას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქვეყნების კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაში და ტოტალიტარული წარსულის გააზრებაში. ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხები კი პირველი ამგავრი აღმოჩენაა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სათანადო ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)