თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს 1978 წლის 14 აპრილის თბილისის მოვლენებზე, რომელიც ამ პროცესებზე დასავლური პრესიდან (New York Time და The Times) ამონარიდებსაც შეიცავს.
„1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ხამხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა. საბჭოთა საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ კომუნისტური პარტიისმცდელობას, რომ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი შეცვლილიყო. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კი განიხილავდა ახალ კონსტიტუციურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ქართული აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საპროტესტო ტალღამ კი კულმინაციას 1978 წელის 14 აპრილს მიაღწია”.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)