en
ge

ღია საზოგადოების ფონდი მასშტაბურ პროექტს იწყებს

ღია საზოგადოების ფონდი მასშტაბურ პროექტს იწყებს

თბილისი. COVID 19-ის შესახებ რეგიონის მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ღია საზოგადოების ფონდი იწყებს მასშტაბურ პროექტს საქართველოში მაუწყებელ 14 რეგიონულ ტელეარხთან და ჟურნალისტიკის რესურსცენტრი-თან ერთად.

„15 აპრილიდან თითოეული არხზე ეთერში გაუშვებს ყოველდღიურ სპეცგადაცემას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას პანდემიის შესახებ და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაანალიზებს მიმდინარე ამბებს COVID 19-ის ჭრილში. ეს კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ რეგიონის მოსახლეობა სოციალური დისტანცირების აუცილებლობაში. გარდა ამისა, ეს გადაცემები მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას დასვან მათთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვები და მიიღონ პასუხები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ექიმებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისგან, მასწავლებლებისა თუ სამართალდამცავებისგან“, ნათქვამია ფონდის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)