აჭარა. 11
აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკულმა ინიციატივამ" დისკუსია გამართა თემაზე: „უნივერსიტეტი და
პოლიტიკა". შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თვითმმართველისის წევრობის კანდიდატები ესწრებოდნენ. დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული მდგომარეობა განიხილეს, გამოკვეთეს ის პრობლემები, რაც ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს ექმენება ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში. ისაუბრეს იმ ფაქტებზეც, თუ როგორ ხდება „გარედან" ჩარევა უნივერსიტეტის საქმეებში, ასევე შეკრებილმა სტუდენტებმა განიხილეს განათლების რეფორმის კომისიის მიერ შექმნილი ახალი კონცეფცია, რომელიც აკადემიური თავისუფლების, აკადემიური მიუკერძოვებლობისა და აკადემიური ხარისხის პრინციპებზეა დაფუძნებული. სტუდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის ხედვა, რომელიც საქართველოში ცოდნის საზოგადოებას დაამკვიდრებს. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ მას აკლია შესაბამისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საჭიროა სტუდენტთა სოლიდარობა აღნიშნული კუთხით რეფორმის დასაწყებად.