კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, თვლიან, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავაც უწყვეტად გრძელდება თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო.
„2020 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან მოხსნა. როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: კოალიციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)