კარნეგის ფონდი აქვეყნებს სტატიას: სამოქალაქო საზოგადოება და კორონავირუსი: დინამიზმი შეფერხების მიუხედავად.
სტატიაში საუბარია პანდემიის პირობებში ჩამოყალიბებულ სამოქალაქო აქტივიზმის ახალ ფორმებზე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ კოვიდ-19-ის საპასუხოდ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ეს გადაწყვეტილებები, გარკვეულწილად ზღუდავს ადამიანის უფლებებს და უარყოფითი გავლენა აქვს სამოქალაქო საზოგადოებაზე გლობალურად. სსო-ები იძულებულები გახდნენ გადაედოთ დაგეგმილი აქტივობები და/ან დაუყოვნებლივ გადასულიყვნენ მუშაობის ონლაინ რეჟიმზე. ვირუსმა სამოქალაქო აქტივიზმის ახალი ფორმით მობილიზება გამოიწვია, სამოქალაქო საზოგადოების აქტორები უზრუნველყოფენ საჭირო მომსახურებებს, ავრცელებენ ინფორმაციას ვირუსზე, იცავენ და მხარს უჭერენ მარგინალიზებულ ჯგუფებს. პანდემიის პერიოდში უფრო თვალშისაცემი გახდა სსო-ების სასიცოცხლო როლი საზოგადოების მდგრად განვითარებაში.
წყარო: carnegieendowment.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)