კახეთი. 12 აპრილს, თელავის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში
გაიმართა საინფორმაციო
შეხვედრა თელავის
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს წევრებთან.
,,შეხვედრაზე მოვიწვიეთ
არასამთავრობო ორგანიზაციის
აქტიური წევრები, რათა მათთვის გაგვეცნო
სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს არსი, ფუნქციები და, ასევე, შეგვეთავაზებინა ამ ადამიანებისათვის, რომ გამხდარიყვნენ საბჭოს წევრები.
დღვანდელი დისკუსიის თემა იყო
თუ რა შეგვიძლია გავაკეთო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის
სამოქალაქო მრჩევლთა საბჭოს წევრობით. ასევე, მოხდა დამსწრეთაგან წევრობის მსურველთა
რეგისტრაცია. დადგინდა სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს სამუშაო გრაფიკი და სამოქმედო გეგმა", – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა,
აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის – დემოკრატიული მმართველობა საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპონენტის კოორდინატორმა.
სამოქალაქო
მრჩეველთა საბჭო
2012 წლის ზაფხულში შეიქმნა.