თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ომბუდსმენის რეკომენდაციას, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოდან გათავისუფლებული შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის საქმეებზე გამოსცა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მის ვრცელ რეკომენდაციაში არსებითად იზიარებს იმ სამართლებრივ დასაბუთებას და არგუმენტაციას, რომელიც სამივე საქმეზე სასამართლოში უკვე გაგზავნილ სარჩელებში წარმოდგენილია EMC-ს მიერ. EMC რეკომენდაციის ტექსტს სასამართლოს მალევე გაუზიარებს და ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის სამართლებრივი ინტერესების და უფლებების დაცვის პროცესს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)