თბილისი. პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ აქვეყნებს ლანა გიორგიძის სტატიას: საქართველოს ამომრჩეველთა ბაზის გაჟონვის სავარაუდო მიზანი. სტატიაში საუბარია 30 მარტს საინფორმაციო პორტალ Zdnet-ის მიერ საქართველოს ამომრჩეველთა ბაზის ჰაკერულად გავრცელების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.
„28 მარტს, 4,9 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქის (გარდაცვლილების ჩათვლით) მონაცემები აიტვირთა ჰაკერულ ფორუმზე (1.04 GB MDB ფაილი), რომელიც შეიცავდა ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი, გვარი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი“.
რესპონდენტები საუბრობენ ინფორმაციის გაჟონვის სავარაუდო მიზნებზე. საგულისხმოა, რომ სიაში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა დაფიქსირებული, მაგალითად, 1880 წელს დაბადებული პიროვნებების. მოკვლევის თანახმად, სია შექმნილია 2011 წელს, თუმცა 2020 წლამდე არსად გამოქვეყნებულა.
წყარო: humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)