თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლებია სწავლობს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკას და ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს რეკომენდაციებს.
„ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ინფრომაციის პროაქტიული გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კრიზისული მდგომარეობის ფონზე ცალკეული ქვეყნები ახერხებენ მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კარგი პრაქტიკის დამკვიდრებას. ასევე, გამოიკვეთა ოფიციალური ღია პლატფორმების მნიშვნელობა, სადაც მონაცემებს ქვეყნები ღია ფორმატში აქვეყნებენ. სხვა დაინტერესებულ პირებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, კვლევით ორგანიზაციებს, დარგის სპეციალისტებსა და ჟურნალისტებს კი ეძლევათ საშუალება მოამზადონ საკუთარი ანალიზი და საინტერესო კვლევები პანდემიის გავრცელების სხვადასხვა ასპექტების შესახებ“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)