თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: რუსული პროპაგანდა და COVID-19 - უნდა გააფართოოს თუ არა საქართველომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ბლოგპოსტი ეხმაურება ჟურნალისტ ბესო ბარბაქაძის სტატიას: „საქართველოს სასიცოცხლო არტერია რუსეთზე გადის“, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზის ფონზე, ევროპული ქვეყნები ვეღარ შეძლებენ საქართველოს მომარაგებას იმ პროდუქტებით, რომლებიც აქამდე ექსპორტზე გაჰქონდათ და ამიტომ, საჭიროა, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
„დღევანდელი სიტუაცია ისევე, როგორც წარსული გამოცდილება, გვაჩვენებს, რომ საჭიროა არა უშუალოდ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარება და მასზე დამოკიდებულების ზრდა, არამედ იმპორტის ისევე, როგორც ექსპორტის დივერსიფიკაცია, რათა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა დამოკიდებული არ იყოს სხვა რომელიმე ერთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ან არ იქცეს იარაღად სხვა ქვეყნის ხელისუფლების ხელში“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)